მედია: “ქართული ოცნება” და დასავლური სიკეთეები

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ კვლევიდან ვლინდება, რომ იმ ფონზე, როცა დასავლელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას ევრო-ატლანტიკური საგარეო ორიენტაციიდან გადახვევას ედავებიან, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები აგრძელებენ დასავლური მატერიალური სიკეთეებით სარგებლობას.

მათ შორის პირველ რიგში განათლება და ჯანდაცვაა. გარდა ამისა, „ოცნების“ არაერთი დეპუტატის შვილი დასავლეთის ქვეყნებშია დაბადებული და ზოგიერთი იქაურ მოქალაქეობასაც ფლობს.

მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში არის დაბადებული ს ორი შვილი, ასევე ს და ს შვილები. -ის მიწაზე დაბადებული ნებისმიერი ადამიანი ავტომატურად იღებს აშშ-ის მოქალაქეობას. ბუნებრივია, ეს ჩამოთვლილი დეპუტატების შვილებზეც ვრცელდება.

გარდა ამისა, დავით სონღულაშვილისა და ავთანდილ ენუქიძის შვილები საფრანგეთში დაიბადნენ, ანრი ოხანაშვილის – გერმანიაში, ბაია კვიციანის შვილი კი – ლონდონში.

ევროპაში არიან დაბადებულები პოლიტიკაში გადანაცვლებული ფეხბურთელების, ლევან კობიაშვილისა და ს შვილებიც. კობიაშვილმა, რომელიც 2015 წლიდან ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარეცაა, საფეხბურთო კარიერის უდიდესი ნაწილი, 16 წელი, გერმანიაში გაატარა. შესაბამისად, იქაა დაბადებული მისი ორი შვილი.

მიხეილ ყაველაშვილის შვილები დაიბადნენ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში, სადაც აგრესიული რიტორიკით გამორჩეული დეპუტატი ფეხბურთელობისას თამაშობდა.

„თუ ისეთი ცხოვრება გინდათ, რომ ვიღაცის მითითებით ვიყოთ და ევროპა რასაც გვეტყვის, ის აპრიორი სამართლიანი და ჭეშმარიტებაა, არ მინდა ასეთი ევროპა და ასეთი მოქალაქეები, რომლებიც თვალდახუჭული ყველაფერს ენდობიან, ეს ევროპა არ არის. მე ვიცხოვრე ევროპაში, ეს არ არის ევროპა და ევროპული ღირებულებები.

ევროპული ღირებულებებია ის, რასაც ჩვენ ვიცავთ, პრინციპებს – უმრავლესობის მიერ არჩეულმა პარლამენტის წევრმა რომ კანონპროექტის ინიციირება გააკეთოს”, – ამბობდა მიხეილ ყაველაშვილი 2023 წელს, როცა “ქართულმა ოცნებამ” პირველად სცადა “აგენტების კანონის” მიღება და მოგვიანებით უკან გაიწვია, ვიდრე მომდევნო წელს თითქმის უცვლელად შემოაბრუნებდა და საბოლოოდ მიიღებდა. მიხეილ ყაველაშვილი მაშინ „ოცნებიდან“ გამოყოფილი ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წევრი იყო.

„ხალხის ძალა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”