ფრენბურთის ფედერაციიდან მოპარული მილიონების შესახებ ამბავი გამოძიებამ 2 წლის წინ იცოდა – როგორც დაკავებული ფრენბურთის ფედერაციის ყოფილი დირექტორის ადვოკატი, შოთა მანელიძე აცხადებს, კაკაბაძის წინააღმდეგ გამოძიება 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის საგამოძიებო უწყებაში ყოველ ჯერზე, როცა იბარებდნენ, ცხადდებოდა.
უფლებადამცველის თქმით, ბოლო დაბარების დროს კაკაბაძეს გენერალურ პროკურატურაში უკვე მისი დაკავების შესახებ გაცემული სასამართლოს განჩინება დახვდა.
კაკაბაძე დანაშაულს არ აღიარებს. უფლებადამცველის ინფრომაციით, პროკურატურა ფრენბურთის ფედერაციის ყოფილი დირექტორის პატიმრობაში გაშვების შუამდგომლობას დააყენებს, დაცვის მხარე კი 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ კაკაბაძის გათავისუფლებას მოითხოვს.
ბატონი ზურა დარწმუნებულია მის უდანაშაულობაში. იმ ზიანთან მიმართებაში, რაც აღწერილი იქნა პროკურატურის მიერ, მიგვაჩნია, რომ არანაირ თანხვედრაში კონკრეტული მასალები და მტკიცებულებები არ არის. ბრალდების მხარე შაუმდგომლობს პატიმრობის შეფარდებაზე. აქვე მინდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მკაცრად არაღიარების პოზიცია გვაქვს, ალტერნატივის სახით, არ გამოვრიცხავ, რომ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით შევთავაზოთ გირაო.
ბატონ მეიფარიანთან დაკავშირებით არვიცი, არ მინდა აზრი გავაჟღერო, თუმცა, შესატყვისი სამართლებრივი სახელი დაერქმევა ყველა გარემოებას და ყველა ვითარებას. ორ წელიწადზე მეტია გრძელდება გამოძიება და ფაქტობრივად, ბატონი ზურასგან ჩვენების მიცემის სურვილი ბრალდების მხარის მხრიდან არ დაფიქსირებულა. მეტსაც გეტყვით, როდესაც მორიგი დაბარება მოხდა გენერალურ პროკურატურაში, ჩვენ ჩვეულებრივად გამოვცხადდით, როგორც მანამდე და სრულიად მოულოდნელად, უკვე განჩინება იყო გაცემული სასამართლოს მიერ 17 ოქტომბრის მიერ დათარიღებული ბატონი ზურაბის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე”, – ამბობს ადვოკატი.
ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შესახებ განცხადება პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გააკეთა.
დაკავებულ ზურაბ კაკაბაძეს პროკურატურა სახელმწიფოს კუთვნილი 464 496 ლარის უკანონოდ მითვისებას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კაკაბაძეს 7დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.