მედია: ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ დედამიწისათვის ხუთჯერ შემოვლის ტოლფასი საწვავი გახარჯა – TI-ის კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობა შეაფასა. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს. კვლევის საანგარიშო პერიოდია 2021 წლის ნოემბრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით.

 TI-ის კვლევის თანახმად, ფოთის საკრებულოს ხარჯებმა საანგარიშო პერიოდში 6,047,527 ლარი შეადგინა:

  • ხარჯების ძირითადი ნაწილი – 5,167,504 ლარი (ხარჯების 85,4%) შრომის ანაზღაურებაზე მოდის;
  • პრემიის, ჯილდოს და დანამატის სახით კი ჯამში 83,732 ლარი გაიცა;
  • ფოთის საკრებულოს ბალანსზე ერთი ავტომობილი ირიცხება, 2022 წელს გამოშვებული “Kia Seltos”, რომელიც 2022 წლის ივნისში შეიძინა მუნიციპალიტეტმა 65,000 ლარად;
  • ფოთის საკრებულომ საანგარიშო პერიოდში 294,248 ლარის ღირებულების, 106,683 ლიტრი (106.6 ტონა) საწვავი გახარჯა;
  • გახარჯული საწვავის 15% საკრებულოს თავმჯდომარეზე, ალექსანდრე ტყებუჩავაზე მოდის: მან 2021 წლის დეკმებრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით გახარჯა 48,007 ლარის 17,037 ლიტრი (17 ტონა) საწვავი. საწვავის ეს ოდენობა ავტომობილს საშუალოდ ეყოფა 212,500 კილომეტრის გასავლელად, რაც დედამიწისათვის ხუთჯერ შემოვლის ტოლფასია;
  • საკრებულოს სხვა თანამდებობის პირების საწვავის ლიმიტი 110-140 ლიტრია;
  • საანგარიში პერიოდში ფოთის საკრებულომ სხვა ხარჯებმა შეადგინა: საკრებულოს წევრობისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება – 412,576 ლარი; სატელეფონო კომუნიკაცია – 45,352 ლარი; მივლინება – 38,115 ლარი.
  • რეკომენდაციები

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)