მედია: “ფეხებსაც ვერ მომჭამს!” – რატომ ვერ იჭერს ექსპრემიერს ბიძინა ივანიშვილი (ლევან ხაბეიშვილის მოსაზრება)

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, “ქართული ოცნების” ექსპრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრობს და განმარტავს რატო ვერ იჭერს მას.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ვეღარაფერს ვეღარ აკონტროლებს.

არ არსებობს არანაირი გუნდი, მეტსაც გეტყვით, ბიძინა ივანიშვილი აქამდე იყო, რომ ეს არის მძიმე ხელი, რომ თურმე ყველაფერს აკონტროლებს, ვერაფერსაც ვერ აკონტროლებ გრიგოლიჩ. 

სად არის ღარიბაშვილზე ჩვენებები რომ მიაცემინე, რატომ აქამდე ვერ დაიჭირე? ლილუაშვილთან რომ მიდიხარ, მიბობღავ რატომ ვერ დაიჭირე? ჯუანშერამდეც კი ვერ მივიდა. ბიძინა ივანიშვილს არაფრის თავი აღარ აქვს. რას ლაპარაკობს ღარიბაშვილი მასზე, ივანიშვილზე? – ფეხებსაც ვერ მომჭამსო, ასე იძახიან. და რა მოჭამა? რატომ დაიჭირეს მიქაუტაძე ჩვენება რომ მიაცემინეს ღარიბაშვილზე, რატომ ვერ მიდიან ღარიბაშვილთან. 

ამის ნახევარი სიმყარე არ აქვს ბიძინა ივანიშვილს,” – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.