„ქართული ოცნების“ დეპუტატმა შოთა ბერეკაშვილმა, რომელიც ფასების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარეცაა, გასულ წელს კუთვნილი სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მილიონ ლარზე მეტი მიიღო შემოსავლის სახით. ამის შესახებ მან ჩაწერა 31 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში, რომელიც დღეს, 1 აპრილს გასაჯაროვდა.
შემოსავალი
დეპუტატი ფლობს არაერთი კომპანიის წილს, თუმცა როგორც დეკლარაციაში ის უთითებს, შემოსავალი მიიღო მხოლოდ ორი კომპანიიდან:
- შპს „ბკ ჰოლდინგ“ – 2 417 434 ლარი;
- სს „ნიუ დეველოპმენტი“ (კომპანია „თეთრი კვადრატი) – 2 114 433 ლარი.

თავის მხრივ, „ბკ ჰოლდინგი“ აერთიანებს სამ კომპანიას: „ბიქეი ქონსთრაქშენი“ (სამშენებლო კომპანია), – „თეთრი კვადრატი“ (დეველოპერული კომპანია) და „კონსტრუქტ2“ (სამშენებლო კოლეჯი).
კომპანია თბილისის მერიის დაწყებულ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას“ ახორციელებს და ამისთვის ბიუჯეტიდან თანხასაც იღებს. მათივე აშენებულია საბურთალოზე, შარტავას 43-ში 37-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ჯამში საუბარია 40 მილიონ ლარზე მეტი თანხის ხელშეკრეულებებზე.

დეპუტატმა პარლამემნტში მუშაობის დროს, გასულ 2025 წელს 119 732 ლარი გამოიმუშავა.

700 ათას ლარზე მეტი ძირადღირებული მოგზაურობა და საყიდლები
პოლიტიკოსმა და მისმა ცოლმა, მაკა კვიციანმა ასობით ათასი ლარი დახარჯეს მოგზაურობასა და საყიდლებში.
- 344 150 ლარი – მოგზაურობაში;
- 430 296 ლარი – საყიდლებში.
ამავე პერიოდში პოლიტიკოსმა დახმარების სახით (მათ შორის მშობლებისთვის) 310 ათას ლარზე მეტი თანხა გასცა.

თანხა
პოლიტიკოს საბანკო ანგარიშეებზე აქვს:
- 210 ათას ევროზე მეტი;
- 100 ათას დოლარზე მეტი.

მასვე ნაღდი ფულის სახით, ე.წ. ქეშად აქვს:
- 50 000 ლარი;
- 60 000 დოლარი.

ძვირადღირებული ქონება
დეკლარაციაში წერია, რომ ქონების ნაწილი შოთა ბერეკაშვილს ეკუთვნის, ნაწილი კი მის ცოლს, მაკა კვიციანს. მათ სახელზეა რეგისტრირებული:
თბილისში
- მიწის ნაკვეთი (ბაგების სატყეო მეურნეობა) ნაგებობით – 592 870 ევროს ღირებულების;
- მემკვიდრეობთ მიღებული ბინა;
- საცხოვრებელი სახლი – 900 000 დოლარი;
- მიწის ნაკვეთი – 30 000 დოლარი;
ბორჯომში, დაბა ბაკურიანში
- ბინა – 50 000 დოლარი.

ავტომანქანები (ყიდვის მომენტისთვის):
- Toyota Landcruiser 200 – 75 000 დოლარი;
- PORSHE CAYENE – 75 000 დოლარი;
- HYUNDAI IONIQ – 15 000 დოლარი.

შოთა ბერეკაშვილი პარლამენტის დეპუტატი 2024 წლის არჩევნების შემდეგ გახდა. ის სიაში მე-16 ნომერი იყო, თუმცა ჩამონათვალში მის წინ პარტიამ არაერთი მილიონერი ჩაწერა, მათ შორის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ერთი მილიარდერი, 16 მილიონერი – ვინ ხდება დეპუტატი „ქართული ოცნების“ სიიდან?
გასული წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს, – ევროპულთან შედარებით, – განაპირობებს მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები. მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი და მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა.




