მედია – უნგრეთის პარლამენტმა “გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე” კენჭისყრა გაურკვეველი ვადით გადადო

უნგრეთის პარლამენტმა “გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე” კენჭისყრა გაურკვეველი ვადით გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო”თავისუფლების” უნგრული სამსახური უნგრეთის მმართველი პარტია “ფიდეშის” ფრაქციის ლიდერზე, მატე კოჩიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ უნგრულ პარლამენტს ე.წ. “გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე” კენჭისყრა 10 ივნისს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, კოჩიშის თქმით, კანონპროექტზე კენჭისყრა საზაფხულო საპარლამენტო არდადეგებამდე არ გაიმართება.
“გამჭვირვალობის კანონს ამოვიღებთ ოთხშაბათის საკანონმდებლო კომიტეტის დღის წესრიგიდან, და ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ზაფხულამდე არ მივიღებთ, პარლამენტი კენჭს არ უყრის ამას”, – განაცხადა კოჩიშმა.
მისი თქმით, “ფიდეში” ერთიანია იმის რწმენაში, რომ საკანონმდებლო ინსტრუმენტები გამოიყენებოდეს სუვერენიტეტის დასაცავად, მაგრამ კამათი მიმდინარეობს იმის თაობაზე თუ როგორი ინსტრუმენტები უნდა იყოს ეს. კოჩიშის თქმით, ინიციატივაზე მსჯელობები შემოდგომაზეც გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!