მედია: უკრაინულმა ძალებმა ავდეევკის მახლობლად ერთ სოფელზე კონტროლი აღადგინეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ავდეევკის მახლობლად მდებარე სოფელ ტონენკოეზე კონტროლი აღადგინეს. ამჟამად ფრონტის ხაზი ბერდიჩი-სემიონოვკა-ორლოვკა-ტონენკოეს ხაზზე გადის. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

„ავდეევკის დასავლეთით მდებარე სოფელ ტონენკოეზე უკრაინულმა ძალებმა კონტროლი აღადგინეს. რუსული ძალები სოფელს სარაკეტო სისტემებით ცეცხლს უხსნიან“ – წერს გამოცემა Bild-ის ექსპერტი იულიან რეპკე.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალები ავდეევკასთან წინსვლას ცდილობენ, მაგრამ ეს არ გამოსდით. ამჟამად ყველაზე მძიმე ბრძოლები სოფელ ორლოვკასთან მიმდინარეობს. საერთო ჯამში ერთ დღე-ღამეში 92 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტი 15 ოქტომბერს დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც, რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

პარლამენტი ხვალიდან დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს, რომლის ამოქმედების შედეგად კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ