უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში მდებარე ელექტროქვესადგურს დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, რომ „დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, რკინიგზასთან დამაკავშირებელი ქსელისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა“.
„ტელეგრამ“ არხის, Astra-ს ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად, ხანძარი ელექტროქვესადგურს გაუჩნდა.
ასევე, „როსავიაციის“ ცნობით, ვოლგოგრადის აეროპორტში ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა.
