მედია – უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო ადიღეში დასახლების ევაკუაცია განხორციელდა

რუსეთის ადიღეს რესპუბლიკაში ქალაქ მაიკოპთან დრონებით თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც დაბა როდნიკოვოს მაცხოვრებლების ევაკუაცია გახდა საჭირო, – ამის შესახებ ადიღეს ხელმძღვანელმა, მარატ კუმპილოვმა განაცხადა.
კუმპილოვს არ დაუკონკრეტებია, რამდენი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამასთან, „ტელეგრამ“ არხ Astra-ს ცნობით, მაიკოპთან ახლოს, სამხედრო აეროდრომი „ხანსკაიაზე“ უკრაინული დრონებით თავდასხმა მოხდა.
შეგახსენებთ, ს თავდაცვის სამინისტრომ დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ წუხელ საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე 92 უკრაინული დრონი გაანადგურეს, მათ შორის 47 კრასნოდარის მხარის თავზე. ადიღე ყველა მხრიდან კრასნოდარის მხარის ტერიტორიითაა გარშემორტყმული.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გიორგი ბაჩიაშვილი ამტკიცებს თავის უდანაშაულობას, რასაც ამტკიცებს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ფაქტებითა და უტყუარი მტკიცებულებებით – საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არანაირი დანაშაული არ დასტურდება