მედია – უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთში მატარებელი ააფეთქა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთში მატარებელი ააფეთქა, – ამის შესახებ ინფორმაციას Kyiv Post-ი, უკრაინულ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Kyiv Post-ის ცნობით, სარკინიგზო ხაზით, რომლის გვირაბშიც უკრაინის უშიშროების სამსახურმა სატვირთო მატარებელი ააფეთქა, რუსეთს ჩინეთიდან სამხედრო მასალა გადააქვს.
„რუსები ამ მარშრუტს სამხედრო მასალის გადასატანად იყენებენ, აფეთქების შემდეგ ის პარალიზებული იყო“, – განუცხადა Kyiv Post-ს უკრაინულმა სამხედრო წყარომ.
სამხედრო წყაროს ინფორმაციით, ს უშიშროების სამსახურები შემთხვევის ადგილზე გამოძიებას აწარმოებენ.