მედია: უკრაინელებმა ძვირადღირებული რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი А-50 ჩამოაგდეს

უკრაინულ მედიებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვის თავზე ს საჰაერო-კოსმოსური ძალების სადაზვერვო თვითმფრინავი А-50 ჩამოაგდეს.
ცნობა თავდაპირველად ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა. შემდეგ ინფორმაცია დააზუსტა მედია РБК-Украина-მ, რომლის წყაროც სამხედრო პირი იყო. ცნობა გაავრცელა კიდევ ერთმა უკრაინულმა მედიამ, Громадське-მ, დაზვერვის მთავარი სამმართველოს წყაროზე დაყრდნობით.
მედიის მიხედვით, А-50-ის ჩამოგდების გარდა, დააზიანეს თვითმფრინავი Ил-22М-იც, რომლის პილოტმა, ცნობების მიხედვით, ანაპის აეროპორტში ავარიული დაშვება მოითხოვა.
უკრაინული მედიები წერენ, რომ ორივე თვითმფრინავზე იერიში მიიტანეს ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 21:00-ზე, როცა ისინი სამხედრო დავალების შესაბამისად აფრინდნენ. РБК-Украина-ს ცნობით, А-50 რადარებიდან გაქრა და საკუთარი ტაქტიკური ავიაციის ჯგუფს არ პასუხობდა, ხოლო შემდეგ რუსული ავიაგამანადგურებელი Су-30-ის პილოტმა დააფიქსირა “დაუდგენელი საჰაერო ხომალდის ჩამოვარდნა”.
А-50 არის რადიოლოკაციური დაზვერვისთვისა და მართვისთვის განკუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ბომბდამშენებს სამიზნეებს უსწორებს. მისი ღირებულება 300 მილიონ დოლარს აღემატება.
ს თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავის შესაძლო დაკარგვასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ზოგიერთ ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ-არხზე წერენ, რომ შესაძლოა რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ საკუთარი თვითმფრინავი ჩამოაგდო.