მედია – უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 24 დრონი და 2 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 24 დრონი და 2 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ოთხი „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 39 დრონი გაუშვეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტები ს ოლქში ჩამოაგდეს, ხოლო დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და დონეცკის ოლქებში გაანადგურეს. ასევე, 14 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსებმა ბალისტიკური რაკეტებით კიევსა და ზაპოროჟიეს დაარტყეს. ს იერიშის შედეგად კიევში 4 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, ხოლო ზაპოროჟიეში 10 ადამიანი დაშავდა.