მედია: უკრაინა რუსეთს უტევს – დრონებმა რუსეთის არმიის საბრძოლო მასალის საწყობი ააფეთქეს, მუშაობა შეწყვიტა რუსული უპილოტო საფრენი აპარატების საწარმომაც

უკ­რა­ი­ნუ­ლი კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბი დო­ნეც­კის ოლ­ქში, ოკუ­პი­რე­ბულ ხარ­ცი­ზკ­ში არ­სე­ბულ რუ­სე­თის არ­მი­ის საბ­რძო­ლო მა­სა­ლის დიდ სა­წყობს და­ესხნენ თავს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, თერ­მო­ბა­რი­უ­ლი რე­აქ­ტი­უ­ლი რა­კე­ტე­ბი­სა და ფუ­გა­სუ­რი ავი­ა­ბომ­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­რა­გი.

ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა წუ­ხელ ღა­მის სა­ა­თებ­ში მოხ­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ვი­დე­ო­ებს ავ­რცე­ლე­ბენ.

გარ­და ამი­სა, ცნო­ბი­ლი ხდე­ბა რომ 1 ივ­ლისს უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნე­ბის თავ­დას­ხმის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რა იჟევ­სკში მდე­ბა­რე კუ­პო­ლის სამ­ხედ­რო ქარ­ხა­ნამ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­ხა­ნა­ში დრო­ნე­ბის წარ­მო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ოთხი სა­ამ­ქრო და­ზი­ან­და. და­ზი­ა­ნე­ბულ ქარ­ხნებს შო­რი­საა სა­ამ­ქრო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ლი­თო­ნის და­მუ­შა­ვე­ბას, მიკ­რო­ს­ქე­მე­ბის შე­დუ­ღე­ბას და მზა უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

Astra-ს ცნო­ბით, სა­წარ­მო­ში დრო­ნე­ბის წარ­მო­ე­ბის ზო­გი­ერ­თი სა­ამ­ქრო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და.

გუ­შინ ღა­მით უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი გა­მოჩ­ნდნენ რუ­სე­თის ქა­ლაქ ლი­პეცკ­ში. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დრო­ნე­ბი ლი­პეცკ-2 აე­როდ­რო­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით დაფ­რი­ნავ­დნენ.