მედია – უკრაინამ სევასტოპოლში, ნოვოროსიისკსა და ტუაფსეში, რუსეთის სამხედრო ლოგისტიკურ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ სევასტოპოლში, ნოვოროსიისკსა და ტუაფსეში თავდასხმები მოაწყვეს, – ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების თქმით, წუხანდელი ღამე ძალიან „ცხელი“ იყო ს სამხედრო ლოგისტიკური ობიექტებისთვის, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ ყირიმში და რუსეთის შავი ზღვის სანაპიროზე.
როგორც წყაროებმა აღნიშნეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ ერთობლივად „დაანთეს ცეცხლი“ სევასტოპოლის ყურეში. ასევე, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრები ცალ-ცალკე მუშაობდნენ ნოვოროსიისკის საზღვაო პორტში და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები – ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.
მედიის წყაროების განცხადებით, სევასტოპოლის ყურეში მთელი ღამე იყო “ცეცხლოვანი შოუ”, რომელმაც ასევე მიაღწია სევასტოპოლის ელექტრო ქვესადგურამდე და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ნოვოროსიისკის საზღვაო პორტში აფეთქება მოხდა ნავთობტერმინალთან და რკინიგზის სადგურთან. ამავდროულად, უსაფრთხოების სამსახურის დრონები წელს მეორედ “ეწვივნენ” ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რის გამოც, საჭირო გახდება სარემონტო სამუშაოების ხელახლა წარმოება.
„დღევანდელმა სპეცოპერაციამ დაამტკიცა, რომ რუსებს არ შეუძლიათ დაიცვათ თავიანთი ძირითადი საზღვაო ბაზები სევასტოპოლსა და ნოვოროსიისკში“, – აღნიშნა წყარომ მედიასთან საუბარში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა