მედია – უკრაინამ რუსეთის სამ ოლქში სამხედრო ობიექტებს დრონებით შეუტია

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დრონები, 12 მაისის ღამეს თავს დაესხნენ სამხედრო ობიექტებს ს ვოლგოგრადის, კალუგასა და ლიპეცკის ოლქებში, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიასთან საუბარში წყარომ, რომელიც დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელია და რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, განაცხადა, რომ უკრაინის სადაზვერვო ოპერაციის შედეგად თავდასხმა განხორციელდა „კალუგანეფტეპროდუქტზე“, ნოვოლიპეცკის მეტალურგიულ ქარხანასა და ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
“აღნიშნულ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმა უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელდა. მუშაობა გაგრძელდება“, – აღნიშნა წყარომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „რესპუბლიკურ“ და „დემოკრატიულ“ პარტიებს, „ქართული ოცნებაზე“ ერთნაირი პოზიცია აქვთ – ქართველი ხალხის მხარდაჭერა მკაფიოდ დაფიქსირდება 26 ოქტომბერს, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება