მედია: უკრაინამ ნაწილობრივ გაანადგურა რუსული სამხედრო მატარებელი, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა

24 მაისს, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს, უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებმა, ოკუპირებული ზაპოროჟიეს ტერიტორიაზე, იერიში მიიტანეს რუსულ სამხედრო მატარებელზე, რომელიც ნავთობით იყო დატვირთული.

სპეცოპერაციის შესახებ დეტალებს სადაზვერვო სამსახური ავრცელებს.

მოძრავ მატარებელზე დრონებით წარმატებული იერიში ტოხმაკ-ფედოროვკას სარკინიგზო მონაკვეთზე მოხდა.

დაზვერვის ინფორმაციით იერიშის შედეგად განადგურებულია მინიმუმ 3 ნავთობით დატვირთული ცისტერნა.

“საოკუპაციო ძალების სარკინიგზო მომარაგება ანექსირებული ყირიმისა და ზაპოროჟიეს ტერიტორიებზე დროებით შეჩერებულია”. – წერია სადაზვერვო უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი