მედია: უამინდობის გამო, ლარსზე საზღვარი ჩაიკეტა

უამინდობის გამო საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარი დაიკეტა – ინფორმაცია ამის შესახებ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.

წერენ, რომ ხეობაში მდინარის დონის მატება, გზის ერთ მონაკვეთზე კი ღვარცოფი დაფიქსირდა. ამავე ინფორმაციებით, საზღვარი ხვალ დილამდე ჩაიკეტა.

ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით განცხადებები არ გაუვრცელებიათ.