მედია: ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ს პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა – ამის შესახებ The Times of Israel იუწყება.

გამოცემა წერს, რომ ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშისა და ოფიციალური თეირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტების ფონზე, ეს დონალდ ტრამპსა და ს შორის უკვე მეორე ზარია.

შეგახსენებთ, ირანმა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო იერიში წამოიწყო. ისრაელს საჰაერო განგაში ჰქონდა გამოცხადებული და მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდა. აფეთქებების ხმები თელ-ავივში და იერუსალმიში გაისმა. ბალისტიკური რაკეტების ჩამოვარდნას თელ-ავივში ნგრევა მოყვა.

ამ დროისთვის ისრაელში აფეთქებების ხმა აღარ ისმის – ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 2-ფაზიანი იერიშის შედეგად, ირანმა ისრაელის მიმართულებით ჯამში, 100-ზე ნაკლები ბალისტიკური რაკეტა ისროლა.

The Times of Israel იტყობინება, რომ ირანის მიერ ისრაელზე მიტანილი ეირიშის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა. (მონაცემები განახლებადია). აქედან ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის, 13 ივნისის ღამეს ისრაელის არმიამ ირანში ბირთვულ ობიექტებს შეუტია. დარტყმულ სამიზნეებს შორის იყო სამეთაურო დონის სამიზნეები, მეთაურები, სამხედრო ობიექტები, შტაბ-ბინები და ბირთვული ობიექტები.

ლიკვიდირებულია ბირთვულ იარაღზე მომუშავე 6 მთავარი მეცნიერი და ირანის უმაღლესი თანამდებობის სამხედრო პირები, მათ შორის, აიათოლას მრჩეველი.

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, დაადასტურა ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო და ბირთვული მეცნიერის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობები და ისრაელი „მწარე და მტკივნეული“ შედეგების შესახებ გააფრთხილა.