მედია: ტრამპმა შეაჩერა უკრაინის სამხედრო დახმარება

3 მარტს მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეაჩერა უკრაინისთვის გაწეული ყველა სახის სამხედრო დახმარება, უკრაინის პრეზიდენტთან, სთან გასულ კვირაში მომხდარი ღია კონფლიქტის ფონზე.
დახმარების პროცესში “პაუზა” გასტანს მანამ, სანამ ტრამპი დაადგენს, რომ უკრაინის ლიდერებს გულწრფელად სურთ მშვიდობა – იუწყებიან Bloomberg-ი და Fox News-ი, მათზე დაყრდნობით ამ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო როიტერსიც.
“ეს არაა დახმარების სრული შეწყვეტა, ეს არის პაუზა” – ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირის ამ სიტყვებს Fox News-ი ავრცელებს.
გამოცემა Bloomberg-ი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ, ანონიმურად დატოვებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პაუზა გავრცელდება აშშ-ის სამხედრო აღჭურვილობაზე, რომელიც ამჟამად ში არ არის – მათ შორის ტრანზიტის პროცესში მყოფ, საჰაერო და საზღვაო ხომალდებზე, ან პოლონეთის სატრანზიტო სივრცეებში განთავსებულ შეიარაღებაზე. წყაროს ცნობით, ტრამპმა თავდაცვის მინისტრს, პიტ ჰეგსეთს დაავალა პაუზის აღსრულება.
3 მარტს, უფრო ადრე თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ტრამპს ჰკითხეს გავრცელებულ ცნობებზე, რომ იგი განიხილავდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას. “ამაზე ჯერ არც მისაუბრია. ვნახოთ რა მოხდება. ახლა, ამ მომენტში ბევრი რამ ხდება, სამხედრო თვალსაზრისით. ახლა შეიძლება პასუხი გაგცეთ, მერე ჩემს ოფისში, მშვენიერ ოვალურ ოფისში დავბრუნდე და აღმოვაჩინო, რომ ეს პასუხი უკვე მოძველებულია” – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიფინგზე.
დაძაბულობა მოჰყვა 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში მომხდარ მძაფრ შელაპარაკებას, რომლის დროსაც ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ზელენსკი საჯაროდ და მწვავედ გაკიცხეს. ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა უკრაინის მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების გაფორმების გარეშე.