მედია: ტრამპი, პუტინი, ზელენსკი: როგორ ხედავს მოვლენებს „ოცნება“ და რატომ მოსწონთ ეს პოზიცია მოსკოვში

  • „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ ომის თავიდან აცილების თეორიები დაადასტურა.
  • ს მედია მონდომებით აშუქებს „ქართული ოცნების“ განცხადებებს – „პროქსი ომის“ თეორიასა და დასავლეთის წნეხთან დაკავშირებით.
  • ტრამპმა, ვაშინგტონში შეხვედრისას, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და უსაფრთხოების გარანტიები დაადასტურა.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ვლადიმერ პუტინს მშვიდობის მაძიებლად ხედავენ, მის პოზიციას სარწმუნოდ თვლიან და ტრამპი-პუტინის ალასკაში შეხვედრას თავიანთი თეორიის დასტურად მიიჩნევენ – თითქოს “დიპ სტეიტმა“ ომში „პაიკად“ გამოიყენა და მორიგ ჯერზე იმავეს უპირებდა საქართველოსაც.

„ქართულ ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ -ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა, ყველა შეკითხვას უპასუხა. აცხადებენ, რომ – უკრაინაში ომის თავიდან აშორება შესაძლებელი იყო ისევე, როგორც საქართველოში.

მსოფლიოსთვის ჯერ ნათელი არ არის, რა შედეგს გამოიღებს პრეზიდენტ ტრამპის მცდელობა – დაასრულოს რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინაში.

აშშ-ის პრეზიდენტი, თავის გუნდთან ერთად, 15 აგვისტოს, ალასკაში, შეხვდა პრეზიდენტ პუტინსა და მის დელეგაციას. 18 აგვისტოს კი, ვაშინგტონში გამართა სამიტი – უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპული ქვეყნების ლიდერებთან.

არ გამართლდა “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მოლოდინი, რომ ვაშინგტონში ჩასულ ზელენსკის ტრამპი კაპიტულაციის ტოლფას დათმობებზე წასვლას აიძულებდა.

რუსეთის სახელმწიფო მედია ბოლო დღეებში მონდომებით აშუქებს „ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს.

ვრცლად