მედია: ტრამპის ულტიმატუმის შემდეგ კრემლი სამშვიდობო მოლაპარაკებებს ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტ ს ულტიმატუმის ფონზე სამშვიდობო მოლპარაკებების აუციებლობაზე ალაპარაკდა. ტრამპი კრემლისგან მოითხოვს, 50 დღის ვადაში გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთს დამანგრეველი სანქციები დაეკისრება, მათ შორის მეორადი ტიპის სანქციებიც.

რუსეთის პროპაგანდისტულ მედიასთან კომენტარში კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ „ყველა მხარემ უნდა მოახდინოს ზეწოლა ზე, რათა რუსეთთან ახალი მოლაპარაკებები შედგეს“. როგორც ვარაუდობენ, საუბარია სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, სადაც რუსეთი დაბალი რანგის დელეგაციას გზავნის.

პესკოვმა ასევე შეაფასა ტრამპის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის იარაღი ევროპის ხარჯზე მიაწოდოს და განმარტა, რომ ამ ეტაპზე სათვის შორი მოქმედების რაკეტების გადაცემა დღის წესრიგში არ დგას.

„ეს უბრალოდ ბიზნესია,“  განაცხადა მან.

ტრამპმა კრემლს მკაფიო ულტიმატუმი წარუდგინა: დაიდოს სამშვიდობო შეთანხმება უკრაინასთან 50 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთს ელოდება საფრთხე უპრეცედენტო სანქციების სახით, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. ეს მიუთითებს ტრამპის პოზიციის ცვლილებაზე – წარსულში იგი ცდილობდა პუტინთან პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და სკეპტიკურად უყურებდა უკრაინის მხარდაჭერას.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: შეიძლება რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თხოვონ ევროკავშირის ელჩს რომ ძალიან ნელა, დამარცვლით და სწორ ადგილას დასმული აქცენტებით თარჯიმანის დახმარებით თქვას ასეთი წინადადება…

ონისე ცხადაძე მოწმე პოლიციელს – თქვენ თქვით, პრეტენზია მაქვს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაზეო, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით – არც სამხედრო გამოცდილება მაქვს, იარაღი ხელში არ მჭერია, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რამე მოხდეს, თქვენზე უკეთ ვიბრძოლებ ცარიელი ხელებით