“ტექნიკური უნივერსიტეტის” ხელმძღვანელმა, “საქართველოს უნივერსიტეტს” პროკურატურაში უჩივლა – დავით გურგენიძე გიორგი გვარაკიძის უწყებისგან ითხოვს, დაიწყოს საქმის გამოძიება როგორ აღმოჩნდა უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრის ხელში.
გურგენიძე საქმის გამოძიების დროს გიული ალასანიას ქონების დაყადაღებას და საბოლოოდ, ამ ქონების ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გადაცემას ითხოვს.
“მოგეხსენებათ, რომ წინა ხელისუფლების დროს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების უდიდესი ნაწილი ფაქტობრივად მიტაცებული იქნა ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის მიერ. არის ეჭვი, რომ იყო სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომ ჩვენი უნივერსიტეტმა, პირადად მე, უნივერსიტეტის კანცლერმა და კოლეგიალურმა ორგანოებმა, აკადემიურმა საბჭომ, წარმომადგენლობითმა საბჭომ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, მიგვემართა საქართველოს გენერალური პროკურატურისადმი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არცერთი კაპიკი არ მიუღია. მან გადაიხადა თუ არა საქართველოს ბიუჯეტში, ეს უკვვე საქართველოს გენერალური პროკურატურის მოკვლევის საგანია. ეს არის უდიდესი ტერიტორია, ისტორიულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორია. დაახლოებით 22 000 კვადრატული მეტრი ტერიტორი ტერიორია”- აცხადებს გურგენიძე.
მისი თქმით, გამოძიების საგანი უნდა გახდეს, მისცა თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სახელმწიფო ქონება ოჯახის წევრს სიმბოლურ ფასად.
“ფაქტია, რომ ომის დროს და არა მარტო ომის დროს, დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ ქონების არაკანონიერი დატაცება. ზიანი უნდა იყოს დადგენილი, ამაზე პროკურატურამ უნდა ჩაატაროს ექსპერტიზა და ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა ზიანზე საუბარი” – დავით გურგენიძე.