მედია: სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, ჩინეთი საქართველოში დიდ ინვესტიციებს არ დებს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ერთ-ერთია იმ 6 ქვეყნას შორის, რომელმაც “ქართული ოცნების” მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა ცნო. პრეზიდენტმა სი ძი პინმა ყაველაშვილს მისალოცად დაურეკა და აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა წარმატებით ვითარდება. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 იანვარს გაავრცელა.

ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წლის ზაფხულში ასე დაიწყო: 31 ივლისს საქართველოს მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ოთხგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორად აცხადებს. დოკუმენტს ხელი მხარეებმა ჩინეთში მოაწერეს, მაშინ როდესაც საქართველოს იმჟამინდელი პრემიერი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას ესწრებოდა.

“გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია. ის მასშტაბური ხედვის მქონე ბრძენი ადამიანია… ძალიან დაინტერესებული ვარ ჩვენი ორმხრივი კავშირების, ურთიერთობის, მეგობრობისა და ნდობის გაძლიერებით ჩინეთის მთავრობასთან და პრეზიდენტ სი ძინ პინთან”, – უთხრა ღარიბაშვილმა ჩინურ ტელევიზიას 2023 წლის 11 აგვისტოს.

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადება წინაააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროინტეგრაციასთან, რომელიც ბოლო გამოკითხვებით, მოსახლეობის 85% სურს.

ამას ადასტურებს “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე: “თუ ევროკავშირია შენი საბოლოო ნავსაყუდელი, მაშინ უნდა ითამაშო იმ წესებით, რა წესებიც აქვს ევროკავშირს, რომლისთვისაც ჩინეთი აღიარებულია როგორც ერთ-ერთი საფრთხე.”

არადა, ჩინეთის პრეზიდენტი გვარწმუნებს, რომ საქართველო-ჩინეთის ახალი პარტნიორობა საიმედო და ხანგრძლივი იქნება: “ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების მხრივ არ შეიცვლება”

ბოლო პერიოდში დასავლეთისგან მიღებული სანქციების ფონზე, “ქართული ოცნება” ეკონომიკის წინსვლის იმედსაც ჩინეთზე ამყარებს. ამ სტატიაში განვიხილავთ, რამდენად რეალურია ეს მოლოდინები და რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს ახალი სტრატეგიული კავშირი.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა