მედია – სტივ უიტკოფი, ბერლინში ევროპელი ლიდერების შეხვედრამდე, შესაძლოა, გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს შეხვდეს

-ის პრეზიდენტ ს წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, შესაძლოა, 15 დეკემბერს ბერლინში დაგეგმილ ევროპელი ლიდერების შეხვედრამდე, უკრაინის საკითხის განსახილველად ევროპის სამი სახელმწიფოს – გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების მრჩევლებს შეხვდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„უიტკოფი, სავარაუდოდ, შეხვდება ევროპის სამი ქვეყნის მრჩევლებს უსაფრთხოების საკითხებში. შეხვედრას დიპლომატები ბერლინამდე „კავშირების დამყარების უკანასკნელ შანსს“ უწოდებენ“, – წერს გამოცემა.
Reuters-ის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარების განსახილველად ორშაბათს ბერლინში შეიკრიბებიან.
ორი დღის წინ, ოთხშაბათს, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს, რათა ში ომის დასრულებასთან დაკავშირებით ვაშინგტონის სამშვიდობო ინიციატივა განეხილათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ჩომახაშვილი – ყველას მინდა აქტიურობისკენ მოვუწოდო, ვინაიდან ჩვენს პროფესიაში დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია – ჩვენი პრიორიტეტი როგორც აქამდე, იქნება ადვოკატის უფლებების დაცვა