მედია: სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას შეუერთდება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას შეუერთდება – პრესსამსახურში „პუბლიკას“ ეუბნებიან, რომ დამატებითი დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც ინიციატივა ბიუროზე წარდგება.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება პროკურატურას. საზოგადოებისთვის დამატებით დეტალები გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა და დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები”, – აღნიშნეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის პირველ მარტს ამოქმედდა, რასაც საფუძვლად ედო „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგის” ფარგლებში აღებული ვალდებულება, რომ ქვეყანას საერთაშორისო ვალდებულებების სათანადოდ შესრულების გზით, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით ეფექტიანი რეფორმები განეხორციელებინა.

აქციების პერიოდში 300-ზე მეტ ადამიანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა ფიზიკურად სასტიკად იძალადეს. აქციის ბევრ მონაწილეს ჰქონდა ტვინის შერყევა და სხვადასხვა დაზიანება, თუმცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არც ერთი დამნაშავე პოლიციელი არ დაუსჯია.

10 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა – განცხადების თანახმად, ის პასუხისმგებელი იყო გამოეძიებინა ისეთი შემთხვევები, რაც უტოლდება ადამიანების სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, თუმცა მან განზრახ ან გაუფრთხილებლობით ვერ შეასრულა თავისი პასუხისმგებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს