მედია: სოჭში მეგაშტორმი მძვინვარებს

სოჭსა და მის მიმდებარე დასახლებულ პუნქტებს უძლიერესი შტორმი დაატყდა თავს, რომსაც უკვე „მეგაშტორმი“ უწოდეს. ინფორმაციას bg.ru ავრცელებს.

500 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შტორმის გამო დაზიანდა რკინიგზა, რის შედეგად 50-მდე მატარებელია გაჩერებული. გაუქმებულია ავიარეისებიც.

საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შტორმი ოკუპირებულ ყირიმსაც დაატყდა თავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი