მედია: სოფლის მეურნეობის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ განსასჯელის სკამზე მისი წინამორბედი, ოთარ შამუგია აღმოჩნდეს (ვიდეო)

“ქართული ოცნების” სოფლის მეურნეობის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ განსასჯელის სკამზე კორუფციის ბრალდებით მისი წინამორბედი, ოთარ შამუგია აღმოჩნდეს – ოთარ შამუგიას შესახებ კითხვები დღეს დავით სონღულაშვილს “პირველებმა” დაუსვა.

ოთარ შამუგიას ირგვლივ კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, თორნიკე კაპანაძე ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დააკავეს.

  •  კორუფციის ექსპერტები ფიქრობენ, რომ თორნიკე კაპანაძე დამოუკიდებლად ვერ იმოქმდებდა და ფულის სავარაუდო მითვისების შესახებ მის ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის იმჟამინდელ სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიასაც უნდა სცოდნოდა.