მედია – სომხეთმა რუსი ოლიგარქის სამველ კარაპეტიანის საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიის ნაციონალიზაცია დაიწყო

სომხეთმა რუსი ოლიგარქის საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიის ნაციონალიზაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” სომხური სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, სომხეთის პარლამენტმა მეორე მოსმენით სრულად მიიღო კანონპროექტი, რომელიც კომპანია “სომხეთის ელექტროქსელების” ნაციონალიზაციას ითვალისწინებს.
კანონპროექტს 65-მა პარლამენტის წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 27 წინააღმდეგ წავიდა.
ცნობისთვის, კომპანია ამჟამად რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის საკუთრებაში იმყოფება, რომელიც სომხეთში 17 ივნისს სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. მომდევნო დღეს მას ბრალი წაუყენეს მთავრობის დამხობის საჯარო მოწოდებებისთვის.
Forbes-ის ინფორმაციით, კარაპეტიანი რუსი მილიარდერების სიაში 44-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება 3.2 მილიარდ დოლარად ფასდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს