მედია: სკანდალი: ივანიშვილმა მდინარაძეს მაკონტროლებლად ვახტანგ გომელაური დაუნიშნა (ვიდეო)

სუს-ის მოქმედ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს ბოლომდე არ ენდობა და მას მაკონტროლებლად ვახტანგ გომალაური დაუნიშნა – სკანდალური განცხადება ეკა ბესელიამ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.

როგორც „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა, იურისტმა “ინგა გრიგოლიას დღის ამბებში” განაცხადა, მისი ინფორმაციით, ექს შს მინისტრი, ვახტანგ გომალაური პარტია “ქართულ ოცნებას” მიამაგრეს და სწორედ ამის დემონსტრირება იყო ფოტო, როემლიც პროპაგანტისტულმა გვერდებმა რამდენიმე საათის გაავრცელეს – ფოტოზე გომელაური მდინარაძესთან ერთად ჩანს.

ვიცი, რომ [ვახტანგ გომალაური] პარტია “ქართული ოცნების” პარტიულ სტრუქტურაშია. [რა სტატუსით ზუსტად არ ვიცი], ალბათ იმ სტატუსით, რა სტატუსითაც ადრე სოსო გოგაშვილი [სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი] რომელიც კურირებდა არჩევნების, უსაფრთხოების თემას.

ამავდროულად, მიუხედავად ყველაფრისა, გომალაურის მიმართ ივანიშვილს უფრო მეტი ნდობა ექნება, ვიდრე მდინარაძის მიმართ. ამიტომ უსაფრთხოების სამსახურს ბოლომდე არ გაუშვებს ხელს [ივანიშვილი]. იცით თქვენ, რა ტიპის ინფორმაციებზე მუშაობს, საფრთხეების განეიტრალება არ ვიცი, მაგრამ შიდა მოსმენები და მთელი ეს სისტემა ყველაზე მეტად მათ ხელთაა. 

დარწმუნებული ვარ, რომ [ივანიშვილი გომელაურით აკონტროლებს მდინარაძე-კობახიძეს]. მდინარაძის ნდობა ბიძინა ივანიშვილს არც არასროს ჰქონია, არც იმ გუნდს, რომელიც “ქართულ ოცნებაში” პარტიის გამარჯვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოვიდა. ჯგუფებს შორის რაღაცნაირი კონტროლი ბიძინა ივანიშვილის სტილია”- თქვა ბესელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ერთადერთი კაცი, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებაზე, არის ბიძინა ივანიშვილი – პასპორტი გაძვირებამდე იყო 100 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 150 ლარი; პირადობის მოწმობა გაძვირებამდე იყო 30 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 60 ლარი…”

ლევან ღამბაშიძე: თუ ვინმეა საქართველოში არაკონსტიტუციური ძალა, ეს არის ქართული ოცნება და კი, მეც მიმაჩნია, რომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს, სანამ ყველა ტყვე არ გათავისუფლდება და ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები