მედია: სინოდურმა კომისიამ მარნეულის ეპისკოპოსის განაჩენის შეჩერების რეკომენდაცია გასცა

საქართველოს საპატრიარქოს გაფართოებული სინოდურმა კომისიამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ, სავარაუდოდ, ქვემო ქართლის რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილისთვის, გიორგი შინჯიკაშვილისთვის გამოტანილი განაჩენის შეჩერების რეკომენდაცია გასცა.

“მიმდინარე წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს ეკლესიის გაფართოებული სინოდალური კომისიის სხდომა.

სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.

მოსმენილის საფუძველზე გაფართოებულმა სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს -ს, რომ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს”. – წერია 19 ივნისით დათარიღებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, გამოძიება დაიწყო.

მოგვიანებით, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა თქვა, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

წყარო