სია იქნება გრძელი – ევროპარლამენტარები ოცნებას უანონსებენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეეხება ყველას, ვინც ქართველი ხალხის რეპრესიებშია ჩართული.
ნაჩო სანჩეს ამორი “პირველებთან” ამბობს, რომ რამდენიმე მაღალი თანამდებობის იპრის სანქცირება მდგომარებობას ვერ გამოასწორებს, აუცილებელია ყოვლისმომცველი სანქიების სია, რომელშიც, ოცნების ლიდერებთან ერთად მოხვდებიან პოლიტიკოსები, სასამართლოსა დ აპროკურატურის მაღალი თანამდებობების პირები, მათ შორის ციხის მაღალჩნოსნები, ყველა ვინც მშვიდობიანი დემოსნტრანტების დევნაშია ჩართული.
ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ყოვლისმომცველი სანქციები ქართული ოცნების ოჯახის წევრებსაც უნდა შეეხოს. მათ ვინცც, ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან და ევროპული კეთილდღეობით სარგებლობენნ. თავად კი ქართველ ხალხსს ევროპულ მომავალსსს აკარგვინებენ. ამიტომ, ისინი ვინც ევროკომისიის სანციების შავ სიაშ მოხვდება, სხვადასხვა პასპორტებით ვეღარ ისარგებლებენ, ისინი ევროკავშირის მიერ სახლებით და გვარებით იქნებიან სანქცირებულნი.
ევროპარლამენტარები ქართულ ოცნებას ჰპირდებია , რომ ბრიულსელის სანქციებს მსუსხავი ეფექტი ექნებაა, განსაკუთრებით მათთვის ვინცც აქტივებსა და უძრავ ქონებას ევროკაშირის ტეტირორიაზე ფლობს. ევროპარლამენტარეი ამბობენ, რომ სავიზო სანქციები მხოლოდ დასაწტსიაა. თუ ქართული ოცნების ავტორიტარული მმართველობა გაგრძელდებაა სანქციები უფრო მასშტაბური გახდებაა, რასაც წევრი სახელმწიოებ ეროვნულ დონეზე დააწესებენ.
შესაძლოა ბრიუსელის მიერ დაწესებული სავიზო სანქციები სამუდამოც იყოსს. ეს ქართულმა ოცნებამ კარგად იცის. ამბობენ, რომ ვიზების რიგებში დგომის პრობლემა არ აქვთ. თუმცა, ევროკაშირის ახალი რეგულაციებით, ოცნების ის ჩინოვნიები რომლებსაც უვიზო რეჟიმი შეუჩერდებათ, საელჩოებში მისულებს არც იმის გარანტია ექნებათ, რომ ვიზას მიიღებენ და არც იმის, რომ ვიზის შემტვევაში საზღვრის კვეთას შეძლებენ.