მედია – სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას სტამბოლში გამართული შეხვედრის შედეგები განიხილეს

სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას სტამბოლში გამართული შეხვედრის შედეგები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„17 მაისს, ამერიკული მხარის ინიციატივით, ს ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვსა და -ის სახელმწიფო, მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა სტამბოლში გუშინ გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს“, – ნათქვამია ს საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, -ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთსა და ს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმა.
„სერგეი ლავროვმა აშშ-ის პოზიტიური როლი აღნიშნა, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ საბოლოოდ, კიევმა სტამბოლის მოლაპარაკებების განახლების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ს წინადადება მიიღო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ნადირაძე – თურმე, ამხელა გადატრიალება იგეგმებოდა და სათავეში მსოფლიო ბანი და ყოფილი გენერალური პროკურორი ედგა – პროპაგანდა ეშლებათ, ძნელია მათი მომხრეებიც კი დააჯერო, რომ ფულის და იარაღის გარეშე რეჟიმი ემხობოდა

გიორგი შარაშიძე – 20 ივნისის საქმე გახარიას წინააღმდეგ ივანიშვილის დაანონსებული პოლიტიკური და პირადი შურისძიების აღსრულებაა – ამ საქმის მასალების ნაწილს გრიფით საიდუმლო დაედო, ნათელია, რომ „ოცნებას“ აქვს დასამალი

შალვა პაპუაშვილი – სინამდვილეში, ევროკავშირში გაწევრიანებაზე არანაირი მოლაპარაკების პროცესი არ არსებობს – ეს ბრიუსელის დავალებების შესრულების პროცესი გახლავთ, რასაც რაღაც მომენტში, თვითონ ბრიუსელიც აღიარებს