მედია: საქართველოს მოქალაქე დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს და რუსეთში გადაიყვანეს

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე, ვლადიმერ შუალია დააკავეს და რუსეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sputnik Абхазия ავრცელებს.

რუსეთის -ს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, ისინი 47 წლის შულაიას 2002 წელს რუსეთის მოქალაქის მკვლელობას ედავებიან.

გამოცემის ცნობით, შულაია საქართველოსა და რუსეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო. ის აფხაზეთში არალეგალურად იმყოფებოდა და მდინარე ენგურზე საზღვარი გადაკვეთა პასპორტისა და ენგურჰესის თანამშრომლის პირადობის მოწმობის გამოყენებით, რომელიც, როგორც თავად აღიარა, მას “კავშირების მეშვეობით” ჰქონდა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?