მედია – საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ შეეჯახა, დაშავებულია 10 ადამიანი

საფრანგეთში, კუნძულ ოლერონზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედისტებს განზრახ დაეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 4 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
პოლიციამ, მომხდართან დაკავშირებით 35 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა დაკავებისას „ალაჰუ აკბარი“ დაიყვირა.
დანაშაულის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია. პროკურატურამ გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.