მედია – საფრანგეთი უკრაინისთვის ამერიკული იარაღის ევროპის მერ შეძენის სქემაში მონაწილეობას არ მიიღებს

საფრანგეთი არ მიიღებს მონაწილეობას -ის პრეზიდენტის, ს მიერ გამოცხადებულ სქემაში, რომლის მიხედვითაც ევროპელები უკრაინისთვის ამერიკელებისგან იარაღს შეიძენენ, – ამის შესახებ Politico-ს წერს.
გამოცემის სტატიაში აღნიშნულია, რომ ოვალურ კაბინეტში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიტანეთისა და ნიდერლანდების გარდა ჩრდილოეთ ევროპის ოთხი ქვეყანა დაასახელა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების გეგმას.
Politico წერს, რომ ჩამონათვალში არ ყოფილა საფრანგეთი, რომლის პრეზიდენტი დიდი ხანია მოუწოდებს ევროპელებს, ადგილობრივი შესყიდვებით საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა შექმნან. აღნიშნულ საკითხზე ინფორმირებული ორი ფრანგი ჩინოვნიკის თქმით, პარიზი ამერიკული იარაღის შეძენის ინიციატივას სწორედ ამ მიზეზით არ შეუერთდება.
საფრანგეთის მთავრობა ასევე ცდილობს გაზარდოს საკუთარი თავდაცვის ხარჯები, ცდილობს რა შეამციროს ბიუჯეტის ხარჯები და დეფიციტი.
Politico წერს, რომ შეზღუდული ევროპული წარმოების შესაძლებლობების გათვალისწინებით, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის მთავრობა მიიჩნევს, რომ ამერიკული იარაღის შეძენა უკრაინისთვის საჭირო იარაღით სწრაფად უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 14 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ-მა და ნატო-მ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების ხარჯებს ევროპელი მოკავშირეები დაფარავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!