მედია – საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში 1981 წლის შემდეგ ამომრჩეველთა აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ადგილობრივი დროით 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა 26,63 პროცენტმა მისცა ხმა,- ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო AFP-ი აღნიშნავს, რომ ეს 1981 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12.00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა საგრძნობლად ნაკლები – 18.99 პროცენტი იყო.
მედია წერს, რომ არჩევნებში გამარჯვებული, სავარაუდოდ, ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ იქნება, რომლის იდეოლოგიური ლიდერი მარინ ლე პენია. თუმცა, ბოლო გამოკითხვებით, აღნიშნული პარტია და მისი მოკავშირეები პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ – სოციოლოგები მათ ეროვნულ ასამბლეაში 215 მანდატს უწინასწარმეტყველებენ, აბსოლუტური უმრავლესობისთვის კი 289 მანდატია საჭირო.
ულტრამემარჯვენეების მიერ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვების თავიდან ასაცილებლად, პრეზიდენტ ს ცენტრისტული ბლოკისა და მემარცხენეების 200-ზე მეტმა კანდიდატმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – პუტინი აცხადებს, რომ მას ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს – რას იტყვით იმასთან დაკავშირებით, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა? -რას იტყვით იმ ყველაფერზე, რაც უკრაინაში 2014 წლიდან ხდება?