მედია – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა – ჟან-ნოელ ბარომ ვიზიტი რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის ადგილების დათვალიერებით დაიწყო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია საფრანგეთში უკრაინის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უკრაინაში ვიზიტი დედაქალაქ კიევზე რუსეთის თავდასხმების ადგილების დათვალიერებით დაიწყო.
„ჟან-ნოელ ბარომ, რომელიც კიევში ელჩების კონფერენციის საპატიო სტუმრის სტატუსით ჩავიდა, ვიზიტი დაბომბვის ადგილიდან დაიწყო. უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, ჟან-ნოელ ბარო დღეს უკრაინის ელჩების შეხვედრას დაესწრება.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დიდი იმედი მაქვს, ილია მეორე ძალიან მძიმე დროს დაგვეხმარება იმაში, რომ ერთობას, რომელიც დღეს შედგა, რომელიც ბევრს არ მოსწონს და არ უნდა, შევინარჩუნებთ – არ მქონდა არანაირი საშვი, მაგრამ ვიყავი სიონის წინ და ამითაც ბედნიერი ვარ