მედია: სატრანსპორტო კოლაფსი თბილისში – ვაკეში კილომეტრიანი საცობია (ვიდეო)

სატრანსპორტო კოლაფსი თბილისში – დღეს დილიდან  ვაკეში კილომეტრიანი საცობია. მოქალაქეთა ნაწილმა, მოზარდები სკოლებშიც კი ვერ გაუშვა. გათიშულია ავტობუსების ტაბლოები. მგზავრები სრულ გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ. გადატვირთული გზების გამო რთულია სამსახურამდე მისვლაც.

მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაობია, რომელიც ჩოლოყაშვილის ქუჩაზე იწყება. ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე კი გზის გაფართოვება დაგეგმილი. თბილისის ორ ქუჩაზე მოძრაობა ოთხი თვით შეიზღუდება.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ განცხადება გააკეთა, როგორც ირკვევა, მოსახლეობამდე ეს ინფორმაცია ვერ მივიდა. მათი თქმით, წინაწარი ინფორმაცია მათ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ არ მიუღიათ და ახლა საათობით უწევთ საცობში დგომა.

ბავშვი დავტოვე 9 ის 25 წუთზე სკოლაში და იმის მერე, 2 საათია საცობში ვარ. არ ვიცოდი საცობი თუ იქნებოდა, ხომ უნდა ეთქვათ, ან მესიჯი გამოეგზავნათ. სახლში ვეღარ მივდივარ.

საათნახევარია აქ ვდგავარ და ალბათ 40 მეტრიც არ მექნება გავლილი. მოძრაობა სრულიად პარალიზებულია  ამას საცობი აღარ ჰქვია – ამბობენ მოქალაქეები.

ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ