მედია საპრონგოზო მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად, „ევროპის სახალხო პარტია“ 181 მანდატს მიიღებს, “სოციალისტები და დემოკრატები” – 135-ს

მედია ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის პროგნოზს ავქეყნებს, რომელიც 11 სახელმწიფოს წინასწარ მონაცემებს და 16 წინასაარჩევნო გამოკითხვას ეყრდნობა.

აღნიშნული მონაცემებით მანდატები ასე ნაწილდება:

“ევროპის სახალხო პარტია” – 181;

“სოციალისტები და დემოკრატები” – 135;

“ევროპული განახლება” – 82;

“ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები” – 71;

“იდენტობა და დემოკრატია” – 62;

“მწვანეები – 53 ;

“მემარცხენეები” – 34;

მედიის ცნობებით, ევროპარლამენტის არჩევნებში აქტივობა 51% იყო. დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება ყველაზე მაღალი აქტივობა 1994 წლის შემდეგ. პროგნოზი ოდნავ აღემატება 2019 წლის 50,66%-იან აქტივობას.

ევროპარლამენტის 6-9 ივნისს მიმდინარეობდა. ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მოსახლეობა ევროპარლამენტის 720 წევრს ირჩევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია – მხოლოდ ელექტრონულად, უცხო ქვეყნებში მცხოვრები 128 000 მოქალაქე დადგა საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა ცესკო ამბობს, რომ ასეთი მხოლოდ 67 000 პირია – სად წავიდნენ ეს ადამიანები? რატომ ამოიღეს სიიდან? პასუხი გვჭირდება