მედია: საეჭვო ტანკერი ყულევში – ექსპერტი სანქციების რისკებზე საუბრობს

ექსპერტების შეფასებით, ტანკერ „ნოსტოსის“ ყულევის ტერმინალში შემოსვლა და სანქცირებულ რუსულ ნავთობთან დაკავშირებული ოპერაციები საქართველოს სანქციების არიდების ერთ-ერთ ჰაბად აქცევს. ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ ეს ქვეყანას სერიოზული რეპუტაციული ზიანისა და შესაძლო მეორადი სანქციების რისკის წინაშე აყენებს, ხოლო ყულევის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა ამ პროცესში კრიტიკულ როლს ასრულებს.

თავად გემს საკმაოდ ჩრდილოვანი წარსული აქვს, დაწყებული ჯერ კიდევ ირანული სანქცირებული ნავთობის გადაზიდვით გაგრძელებული ახლა უკვე რუსული სანქცირებული ნავთობის გადატანით. საქართველო სთვის იქცა სანქციების არიდების ერთ-ერთ წყაროდ, აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია იმიჯური და რეპუტაციული დარტყმის წინაშე ვართ სწორედაც აქედან გამომდინარე. 

მეორე საკითხია, თუ გაგრძელდა ეს ტენდენცია, ამან შეიძლება უკვე განგრძობითი სანქციები გამოიწვიოს ჩვენს ქვეყანასთან. გადამამუშავებელი ქარხანა ძალიან კარგად ერგება რუსულ პრობლემებს, რათა თუნდაც დროის გარკვეულ მონაკვეთში ეს რუსული პრობლემები გადააგორებინოს, – ამბობს პაატა ბაირახტარი.

შეგახსენებთ, რომ ყულევის ნავთობტერმინალში შევიდა ტანკერი „ნოსტოსი“, რომელიც საერთაშორისო მონიტორინგის სისტემებში მონიშნულია როგორც გემი, რომლითაც შესაძლოა სანქცირებული რუსული ნავთობი გადაჰქონდეთ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტერმინალში 40 143 ტონა ნედლი ნავთობი შემოვიდა, ხოლო ტანკერი რუსული კომპანიიდან ერთ-ერთმა უცხოურმა შუამავალმა დატვირთა. მიუხედავად ეჭვებისა, უწყება აცხადებს, რომ გემი საქართველოში კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა და ტვირთი ოფიციალური იმპორტის პროცედურაში მოექცა, თუმცა კონკრეტულ კომპანიებს საგადასახადო საიდუმლოს მიზეზით არ ასახელებს.

უკვე მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტანკერმა ყულების ნავთბტერმინალი დატოვა და ნოვოროსისკისკენ გაემართა. დავით ქაცარავას ინფორმაციით, ადგილზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

წყარო