მედია: საბჭოთა კავშირში პირველი ქართველი მილიონერი იყო – როგორია ზურაბ წერეთლის მემკვიდრეობა?

მონუმენტური მხატვარი, ქანდაკების ოსტატი, ს სახვითი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი, ზურაბ წერეთელი, რომელიც – 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, სოლიდურ ქონებას ფლობდა.

რუსული მედია მხატვრის ასისტენტ სერგეი შაგულაშვილზე დაყრდნობით წერს, რომ წერეთელი 22 აპრილს, დაახლოებით 01:30 საათზე, საკუთარ სახლში გარდაიცვალა – მას გული გაუჩერდა.

გამოცემა AIF.RU-ს (Аргументы и факты) მიხედვით, წერეთლის საკუთრებაში 57 ათასი კვ. მ უძრავი ქონება და ელიტარული ავტომობილები იყო.

2021 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ხელოვანის სახელზე იყო რამდენიმე მიწის ნაკვეთი, სახლები და ბინები. ასევე, Mercedes-ის მარკის 5 ავტომობილი, 2 – Rolls Royce და 1 – Bentley. მისი წლიური შემოსავალი 60 მლნ რუბლზე მეტი იყო.

ზურაბ წერეთელმა 5 000-ზე მეტი ნამუშევარი დატოვა: ქანდაკებები, ნახატები, მოზაიკები, ფრესკები.

წერეთლის მონუმენტები მსოფლიოს 18 ქვეყანაშია დადგმული. იგი საბჭოთა კავშირში პირველი ქართველი მილიონერია. საქმიანობა ბიჭვინთის ხელოვნების სახლების, საცურაო აუზების მოზაიკის მოპირკეთებით დაიწყო. შემდეგ ავტობუსების გაჩერება და პროფკავშირების სასახლეები გააფორმა. მილიონერი ამის შემდეგ გახდა.

70-80-იანი წლების თბილისის აივნების რესტავრაცია მისი გაკეთებულია, რასაც ქალაქის ცენტრალურ უბნებში ლამპიონების გაკეთებაც მოჰყვა.

რუსეთში საცხოვრებლად 1989 წელს გადავიდა და 2 წლის შემდეგ სრულუფლებიანი ელჩის სტატუსი მიიღო. რუსეთის სამხატვრო აკადემიას 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა.

1980 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრის წოდება მიანიჭეს, 2002 წელს კი – თბილისის საპატიო მოქალაქის.

მოქანდაკის შვილიშვილის, ვალის წერეთლის განცხადებით, ცნობილ მოქანდაკეს თბილისში, დიდუბის პანთეონში, მეუღლის – ინესა ანდრონიკაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

წყარო