მედია: საბაჟო სამსახურის სარდაფში მყოფი 40-მდე უკრაინელი შველას ითხოვს – რატომ არ უშვებენ საქართველოში

უკრაინის 40-მდე მოქალაქე უმძიმეს ვითარებაში დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან იმყოფება. ეს ის უკრაინელები არიან, რომელთა დეპორტაციაც რუსეთმა მოახდინა. მათი ყოფის შესახებ ვიდეომასალა უკრაინის მოქალაქეებმა სპეციალურად ტვ პირველისთვის გადაიღეს და რედაქციას გამოუგზავნეს.

უკრაინის მოქალაქეები საბაჟო სამსახურის სარდაფში იმყოფებიან, სადაც ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებიც კი არ გააჩნიათ. ვიდეომასალაში, რომელიც მოგვაწოდეს, ყვებიან, რომ ღამით რიგ-რიგობით სძინავთ, რადგან მათთვის საკმარისი საწოლი ადგილები არ არის.

ამ დოისთვის სქართველოს სასზღვრო გამშვებ პუნქტზე უკრაინის ის მოქალაქეები იმყოფებიან, რომელთა ქალაქების ოკუპაციაც რუსეთმა მოახდინა, თუმცა ეს ხალხი რუსულ საოკუპაციო ძალებს არ დაემორჩილა, რუსული პასპორტები არ აიღო, რის გამოც დეპორტაცია გაუკეთეს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)