მედია – რუსეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთში, სარატოვში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხზებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სარატოვის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ დრონებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა, თუმცა არ დაადასტურა, მოხდა თუ არა თავდასხმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
რუსული მედიის ცნობით, ინციდენტის შემდეგ რეგიონულმა აეროპორტმა ფრენები დროებით შეზღუდა.
უკრაინული მედია წერს, რო, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 20-ზე მეტ სახეობის ნავთობპროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ბენზინს, დიზელს, მაზუთს და ბიტუმს.