მედია – რუსეთში ნოვოჩერკასკის ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, ორი ენერგობლოკი მწყობრიდან გამოვიდა

რუსეთის როსტოვის ოლქში, ნოვოჩერკასკის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის სატრანსფორმატორო ქვესადგურში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ელექტროსადგურის ორი ენერგობლოკი დროებით მწყობრიდან გამოვიდა, – ამის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი და „ტელეგრამ“ არხები იუწყებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროსადგურზე, სავარაუდოდ, დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ დრონების ფრენის ხმა ისმოდა, რის შემდეგაც ნოვოჩერკასკის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები გაისმა.
ხანძრის გამო ავტომატურად გაითიშა 330 კვ-იანი მაღალი ძაბვის ხაზები – ტიხორეცკაია და როსტოვსკაია.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს