მედია – რუსეთში ნავთობსადენი აფეთქდა, მოსკოვში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება შეჩერებულია

რუსეთში, „რიაზან-მოსკოვის“ ნავთობსადენი აფეთქდა და ს დედაქალაქში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება განუსაზღვრელი ვადით შეჩერებულია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ძლიერი აფეთქება მოხდა რიაზანის ოლქში მდებარე მთავარ ნავთობსადენზე, რომელიც მოსკოვისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
წყაროები, რომლებიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლები არიან, მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად, მოსკოვში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა და „ტრანსნეფტის“ წარმომადგენლები ზარალს ითვლიან.