მედია: რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა, დაიღუპა 17 წლის ახალგაზრდა

რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლავიანსკზე იერიში მიიტანა.

დაბომბვის შედეგად დაიღუპა 17 წლის მოზარდა, გარდა ამისა, დაიჭრა 3 ადამიანი.

“დაზიანებულია 32 კერძო სახლი, 2 ადმინისტრაციული შენობა, 4 მრავალსართულიანი შენობა, რამდენიმე საწარმო, ავტომანქანები”. – განაცხადა დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, ვადიმ ფილაშკინმა.

ფილაშკინმა აღნიშნა, რომ რუსეთ განზრახ ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს, რითაც ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორს აგრძელებს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)