მედია: რუსეთის წყალქვეშა დივერსიები ნატოს წინააღმდეგ – მოსკოვი რაკეტებით რუსეთზე დარტყმების ამერიკულ ნებართვას პასუხობს?!

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ნახევარი წელი არ აძლევდა უკრაინელებს ნებართვას, რომ ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით უშუალოდ ს ტერიტორიის სიღრმეში განეხორციელებინათ დარტყმები, ისიც გახლდათ, რომ თეთრ სახლში უფრთხოდნენ კრემლის საპასუხო ნაბიჯებს, მათ შორის, რუსულ დივერსიებს -ისა და მისი ევროპელი მოკავშირეების სტრატეგიულ ობიექტებზე…

და ეს შიში, მგონი მართლდება – ჯერ ს არც კი გამოუყენებია აკრძალვის მოხსნა ამერიკული ბალისტიკური რაკეტების რუსეთისკენ გაშვებაზე და უკვე ზედიზედ გამოდის მწყობრიდან ნატოს წევრი ქვეყნებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ორი წყალქვეშა ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი ბალტიის ზღვაში…

პირველი დაზიანება მოხდა კვირას, 17 ნოემბერს დილით, როდესაც ლიეტუვასა და შვედეთის კუნძულ გოტლანდს შორის ბალტიის ზღვის ფსკერზე ჩადებული 218 კმ სიგრძის ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი გამოვიდა მწყობრიდან…

მეორე ინციდენტი რამდენიმე საათში,ორშაბათს, 18 ნოემბრის ღამეს განმეორდა-ფინეთისა და გერმანიას დამაკავშირებელი 1 200 კმ-იანი წყალქვეშა კაბელი გადაჭრილი იქნა შვედეთის კუნძულ ელანდის სიახლოვეს…

წყალქვეშა კაბელების დაზიანება ხანდახან მართლაც ხდება, როდესაც რომელიმე გემის მიერ ჩაშვებული ღუზა წამოედება ხოლმე, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით ორი მნიშვნელოავნი ოპტიკურბოჭკოვანი კავშირგაბმულობის კაბელის, რომელთა საშუალებითაც ნატოს წევრ ქვეყნებს ერთმანეთთან საიდუმლო ოპერატიული კავშირი აქვთ დამყარებული, მწყობრიდან გამოსვლა შემთხვევითობა სულაც არ არის…

ვრცლად