მედია – რუსეთის ციხიდან უკრაინელი მღვდელი გაათავისუფლეს, რომლის დეპორტაცია საქართველოში განხორციელდა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მოძღვარი, მარიუპოლის მახლობლად მდებარე სოფელ კამენკას ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ხრიმლი) უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და ს ფედერაციის ტერიტორიიდან დეპორტაცია საქართველოში გაუკეთეს, – ინფორმაციას გამმოცემა Україна Православна ავრცელებს.
ინფორმაცია გამოცემასთან საუბარში დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა სერგიუსმა დაადასტურა.
„შემატყობინეს, რომ მან უკვე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. მადლობა უფალს და მადლობა უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარს, ბატონ ლუბინეცს – ეს მისი მუშაობის წყალობით მოხდა“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი 2023 წლის სექტემბერში დააკავეს და „უკრაინის მთავრობისა და შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერაში და ასევე ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე სიძულვილისა და მტრობის გაღვივებაში“ დაადანაშაულეს. მოგვიანებით ის რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერზე – „პერსონა ნონ გრატადაა“ გამოცხადებული, რადგან გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან – დავინახავ, პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ივანიშვილთან ერთად, როგორ იჭიკჭიკებს

TI, ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა” და მისი დამფუძნებლები ანტიკორუფციულმა “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნო – Netgazeti • ანტიკორუფციული ბიურო • ეკა გიგაური • რაჟდენ კუპრაშვილი • Netgazeti.ge