მედია: -ს ანტიკორუფციული სამმართველოს შენობაში პოლკოვნიკის ცხედარი იპოვეს

რუსული მედია კომერსანტი (Ъ) წერს, რომ მოსკოვში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს შენობაში პოლკოვნიკი ევგენი გოლოვატის ცხედარი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ოფიცერმა საკუთარ კაბინეტში თავი მოიკლა, რისთვისაც სამსახურის პისტოლეტი გამოიყენა.

ს საგამოძიებო კომიტეტი საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.

კომერსანტის ცნობით, პოლკოვნიკი რუსეთის -ს მსხვილ სამრეწველო საწარმოებში დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე იყო. ეს ინფორმაცია დასტურდება რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვებგვერდზეც.

როგორც დამოუკიდებელი რუსული მედია მედუზა აღნიშნავს, რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი 2020 წელს გამოქვეყნებულ მასალაში გოლოვატის რუსეთის შსს-ს ეკონომიკური უსაფრთხოებისა და კორუფციის საწინააღმდეგო მთავარი სამმართველოს თავმჯდომარეს უწოდებდა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

“სფერო ჰოლდინგის” დირექტორი მოსამართლეს – ახალ წლამდე მომეცით ვადა პრობლემების მოგვარება მოვახერხო, თუ ვერ მოვახერხებ, დამაკავეთ, მაქვს კლაუსტროფობია, უცხოეთშიც ვერ მივდივარ – ჩვენი დაკავებით დაზარალებულთა რაოდენობა გაიზრდება