მოსკოვის ოლქში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის „პანცირი-С1“ რაკეტის ამაჩქარებელი ბლოკი მგზავრებით სავსე ავტობუსს შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული ოპოზიციური მედია „ასტრა“ ავრცელებს.
სატრანსპორტო კომპანია „მოსტრანსავტო“ თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ დილის საათებში, უკრაინული დრონების იერიშისას, ავტობუსს მხოლოდ „დრონის ნამსხვრევები“ მოხვდა და მან „უმნიშვნელო დაზიანებები“ მიიღო. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ დაშავებულები არ არიან.
თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ გავრცელებული ფოტოები საპირისპიროს აჩვენებს – ავტობუსს სრულიად ამოუცნობი ობიექტი ეცემა, რომელიც, ექსპერტების შეფასებით, არის სწორედ საზენიტო რაკეტის ამაჩქარებელი ბლოკი კომპლექსიდან „პანცირი-С1“.
ავტობუსი მარშრუტზე მოძრაობდა მოსკოვის ოლქის დასახლება მალინოდან მეტროს სადგურამდე „კოტელნიკები“.
ინციდენტის შემდეგ ადგილობრივებმა გააკრიტიკეს ხელისუფლება ინფორმაციის დამალვისთვის და მომხდარის მიზეზების უარყოფისთვის.




